четверг, 14 июня 2012 г.

გალერეა

საქართველოში ბევრი სადაზვევო კომპანიაა, რომლებიც ერთმანეთისგან მომსახურეობითა და ფასით განსხვავდებიან. საქართველო დაბალი/საშუალო შემოსავლების ქვეყანაა, სადაც ჯანმრთელობის დაცვაზე მთლიანი ეროვნული დანახარჯი მშპ-ის  მხოლოდ 8,7%-ია. სულ, დაზღვეულთა რაოდენობა, 2009 წლის მონაცემებით, 1,5 მილიონია. აქედან 84% სახელმწიფო პროგრამებითაა დაზღვეული.
ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის  ბაზარი შედარებით ნელი ტემპით ვითარდება. რა განსხვავებაა კერძო და სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტებს შორის? – სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას ჯანმრთელობის დაზღვევით  სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომლის პილოტური პროგრამაც 2007 წელს შემუშავდა და თბილისსა და იმერეთში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 196 000 მოქალაქე დაეზღვია.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გრაფიკა
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გრაფიკა
ეკონომიკის ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ განგვიცხადა, რომ  ჯანმრთელობის დაზღვევა მოთხოვნადი უფროა, ვიდრე – პოპულარული. აღნიშნული პროდუქტი საჭიროა,  მაგრამ მასზე ხელი ყველას არ მიუწვდება. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: პირველი ის, რომ ჩვენში, ძირითადად, ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევაა განვითარებული, ანუ როცა დამსაქმებელი აზღვევს დასაქმებულს. ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, რომლის დამსაქმებელსაც შეუძლია საკუთარი თანამშრომლის დაზღვევა განახორციელოს, ძალიან ცოტაა. მეორე საკითხია ის, რომ ინდივიდუალური დაზღვევა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს და ამდენად, ადამიანებს ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის შეძენის შეზღუდვა აქვთ. ამას ემატება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფაქტორი, რომლის გამოც ადამიანებს არ აქვთ მატერიალური საშუალება, შეიძინონ ესა თუ ის სადაზღვევო პროდუქტი, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევაც. ყველაფერ ამას კი ემატება საზოგადოების დაბალი სადაზღვევო კულტურა. ლევან კალანდაძის თქმით, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ყოველდღიური რისკების მართვა და მათი პრევენცია პირდაპირ რომ ვთქვათ, უცხო ხილია.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კმომპანიები:

ალდაგი ბისიაი
ჯი-პი-აი ჰოლდინგი
იმედი ელი
ირაო



Комментариев нет:

Отправить комментарий