четверг, 14 июня 2012 г.

ბიბლიოგრაფია

ka.wikipedia.org







Peter Diamond
Econometrica 
Vol. 60, No. 6 (Nov., 1992), pp. 1233-1254
Published by: The Econometric Society
Stable URL: http://www.jstor.org/stable/2951520

პიკასა

გამოყენებული ლიტერატურა


ბიბლიოთეკაში მოძიებული მასალა

“ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა”

საზოგადოერივი დაზღვევა (სოციალური, სახელმწიფო დაზღვევა) კერძო (ნებაყოფლობითი) დაზღვევისაგან სამი მთავარი ნიშნით განსხვავდება:
  • დაზღვევა სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი;
  • რის საფუძველზე განისაზღვრება სადაზღვევო შენატანები: ინდივიდუალური რისკის თუ შემოსავლების საფუძველზე;
  • როგორია სისტემის მენეჯმენტი: მომგებიანი, არამომგებიანი, საზოგადოებრივი, სახელმწიფო ან ქვაზი-სახელმწიფოებრივი.
როგორც თავად სახელწოდება მიგვანიშნებს კერძო დაზღვევა ნებაყოფლობითობის პრინციპებს ეფუძნება. სადაზღვევო შენატანები ინდივიდუალურ რისკთანაა დაკავშირებული. კერძო სადაზღვევო კომპანიები შესაძლებელია იყოს როგორც მომგებიანი, ასევე არამომგენიანი.
მიუხედავად იმისა, რომ კერძო დაზღვევა განიხილება როგორც ნებაყოფლობით, ხოლო საზოგადოებრივი (სოციალური, ან სახელმწიფო) დაზღვევა – სავალდებულო, ზოგ შემთხვევებში ასე ცალსახა მიდგომა არ შეინიშნება. მაგალითად, შვეიცარიაში კერძო დაზღვევა სავალდებულოა (როგორც საზოგადოებრივი დაზღვევის სისტემებში). ურუგვაიში განსაზღვრული შემოსავლების მქონე პირებისთვის (წლიური შემოსავალი – $600–$1,800) კერძო დაზღვევა სავალდებულოს წარმოადგენს. მექსიკაში ახლად დანერგილი საზოგადოებრივი დაზღვევის სქემა (Seguro Popular) ნებაყოფლობითს წარმოადგენს. ა.შ.შ-ში, სადაც დასაქმებაზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი სადაზღვევო სისტემაა განვითარებული,  ზოგიერთ შტატში დამქირავებლები ვალდებული არიან დააზღვიონ დაქირავებულები. მიუხედავად იმისა, რომ კერძო დაზღვევის ორგანიზაციები მომგებიან ან არამომგებიან ორგანიზაციებს წარმოადგენენ, შეინიშნება გამონაკლისები. მაგალითად, ავსტრალიაში და ირლანდიაში მსხვილი “კერძო” დაზღვევის კომპანიები სახელმწიფოს საკუთრებაშია, აგრეთვე, გერმანიაში ზოგიერთი კერძო სადაზღვევო ორგანიზაციების მართვა საზოგადოებრივი დაავადებათა ფონდების (Sickness Funds) მიერ ხორციელდება.
ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის ძლიერ მხარეებს წარმოადგენს:
  • სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების თავისუფალი არჩევის უფლება;
  • არასაკმარისი სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში ხელს უწყობს ჯანდაცვის ისეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რომლებიც არ არიან მოცული სახელმწიფო პროგრამებით (დამატებითი კერძო სამედიცინო დაზღვევა);
  • შედარებით მაღალშემოსავლიან მოსახლეობას კერძო საზღვევის სისტემის მეშვეობით საშუალება ეძლევა თვითონ დააფინანსოს ჯანდაცვის სერვისები, რაც სახელმწიფოს ეხმარება შეზღუდული სახსრები ღარიბი და დაუზღვეველი მოსახლეობისკენ მიმართოს;
  • კერძო დაზღვევას გარკვეული წვლილი შეაქვს ჯანდაცვის სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებაში;
  • ხელს უწყობს ეფექტურობის ამაღლებას, სერვისების მოცულობის ზრდას და ნოვაციების დანერგვას;
  • ხელს უწყობს ჯანდაცვის სერვისების ხარისხის ამაღლებას;
  • კერძო დაზღვევა არალეგალური გადახდების ალტერნატიულ, წინასწარი გადახდის ლეგალურ ფორმას წარმოადგენს. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვაზე არალეგალური გადახდები ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების მნიშვნელოვან წილს შეადგენს, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა წარმოადგენს არალეგალური გადახდების ალტერნატიულ, პოზიტიურ ფორმას. ასევე, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში იგი შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკის გაერთიანების და დაზღვევის საშუალებას. კერძო დაზღვევის სისტემა დადებით გავლენას ახდენს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა, ან საერთოდ დაზღვევის გარეშე დარჩენილთა მოცვის თვალსაზრისითაც.
  • მცირე ბიუროკრატიული აპარატი.
  • ფინანსური ბაზრის განვითარებაზე დადებითი გავლენა. კერძო დაზღვევას დადებითი როლი ენიჭება კაპიტალის აკუმულირების და ფინანსური ბაზრის განვითარების თვალსაზრისით. კერძო დაზღვევის ორგანიზაციები წლიური პრემიების 10-30 %-ს ინახავენ რეზერვად ნაღდი ფულის, აქციების და სხვა საინვესტიციო საშუალებების სახით. შედეგად, სადაზღვევო ბაზრებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი შენატანი გააკეთონ ქვეყნის ეკონონომიკურ განვითარებაში.
  • აქტიური შემსყიდველის როლიდან გამომდინარე, კერძო დაზღვევის დადებითი გავლენა სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და ხარჯების შეკავებაზე.
ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის სუსტი მხარეები:

  • ხელმისაწვდომობაზე ფინანსური ბარიერები. ვერ უზრუნველყოფს ყველა ფენების თანაბარ ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებისადმი. კერძო დაზღვევით ქალაქის მოსახლეობა უფრო მეტადაა მოცული ვიდრე სოფლის;
  • მაღალი ადმინისტრაციული ხარჯები, რაც დაკავშირებულია სადაზღვევო პროდუქტის გაუმჯობესებაზე მიმართულ ღონისძიებებთან, მარკეტინგთან, დისტრიბუციასთან. არანაკლებ მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით მცირე სადაზღვევო ორგანიზაციების არაეფექტურობა;
  • სადაზღვევო შენატანები დაკავშირებულია ინდივიდუალურ რისკებთან;
  • რისკების შერჩევა, ნაღების მოხდა (cream skimming), არახელსაყრელი შერჩევა (Adverse selection). კერძო დაზღვევის ორგანიზაციები დაინტერესებული არიან ამოარჩიონ მათთვის სასურველი სადაზღვევო კონტიგენტი. მათ შეუძლიათ უარი უთხრან მაღალი რისკის ადამიანებს კერძო დაზღვევის სქემაში გაწევრიანებაზე;
  • რისკების ფრაგმენტაცია. ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის სისტემაში რისკები არ არის გაერთიანებული დიდ აუზში (რისკის პულინგი), არამედ გადანაწილებულია კერძო სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, შესაბამისად მცირდება დაზღვევის მთავარი პრინციპის, სოლიდარობის განხორციელება. დიდი რაოდენობით მცირე სადაზღვევო ორგანიზაციები კიდევ უფრო ამცირებს რისკების გაერთიანებას;
  • მიმწოდებლის მიერ სტიმულირებადი მოთხოვნა. ხშირ შემთხვევებში კერძო სადაზღვევო ორგანიზაცია სამედიცინო დახმარების მიმწოდებლებს აფინანსებს სერვისების მიხედვით (Fee for service), რითაც მცირდება მიმწოდებლებზე ზემოქმედების ბერკეტები. ასეთ შემთხვევებში ექიმები დაინტერესებული არიან გაზარდონ გასაწევი მომსახურების მოცულობა, ჩაატარონ არააუცილებელი სერვისები.

ბიბლიოგრაფია

ka.wikipedia.org

http://www.yell.ge


http://www.tbilisi.gov.ge

http://www.imedi-l.com/

http://www.youtube.com/


Organizing the Health Insurance Market
Peter Diamond
Econometrica
Vol. 60, No. 6 (Nov., 1992), pp. 1233-1254
Published by: The Econometric Society
Stable URL: http://www.jstor.org/stable/2951520

გალერეა

საქართველოში ბევრი სადაზვევო კომპანიაა, რომლებიც ერთმანეთისგან მომსახურეობითა და ფასით განსხვავდებიან. საქართველო დაბალი/საშუალო შემოსავლების ქვეყანაა, სადაც ჯანმრთელობის დაცვაზე მთლიანი ეროვნული დანახარჯი მშპ-ის  მხოლოდ 8,7%-ია. სულ, დაზღვეულთა რაოდენობა, 2009 წლის მონაცემებით, 1,5 მილიონია. აქედან 84% სახელმწიფო პროგრამებითაა დაზღვეული.
ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის  ბაზარი შედარებით ნელი ტემპით ვითარდება. რა განსხვავებაა კერძო და სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტებს შორის? – სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას ჯანმრთელობის დაზღვევით  სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომლის პილოტური პროგრამაც 2007 წელს შემუშავდა და თბილისსა და იმერეთში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 196 000 მოქალაქე დაეზღვია.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გრაფიკა
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გრაფიკა
ეკონომიკის ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ განგვიცხადა, რომ  ჯანმრთელობის დაზღვევა მოთხოვნადი უფროა, ვიდრე – პოპულარული. აღნიშნული პროდუქტი საჭიროა,  მაგრამ მასზე ხელი ყველას არ მიუწვდება. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: პირველი ის, რომ ჩვენში, ძირითადად, ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევაა განვითარებული, ანუ როცა დამსაქმებელი აზღვევს დასაქმებულს. ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, რომლის დამსაქმებელსაც შეუძლია საკუთარი თანამშრომლის დაზღვევა განახორციელოს, ძალიან ცოტაა. მეორე საკითხია ის, რომ ინდივიდუალური დაზღვევა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს და ამდენად, ადამიანებს ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის შეძენის შეზღუდვა აქვთ. ამას ემატება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფაქტორი, რომლის გამოც ადამიანებს არ აქვთ მატერიალური საშუალება, შეიძინონ ესა თუ ის სადაზღვევო პროდუქტი, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევაც. ყველაფერ ამას კი ემატება საზოგადოების დაბალი სადაზღვევო კულტურა. ლევან კალანდაძის თქმით, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ყოველდღიური რისკების მართვა და მათი პრევენცია პირდაპირ რომ ვთქვათ, უცხო ხილია.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კმომპანიები:

ალდაგი ბისიაი
ჯი-პი-აი ჰოლდინგი
იმედი ელი
ირაო



რა არის დაზღვევა ?


დაზღვევა არის ისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება (სადაზღვევო საზოგადოებაზე გადაცემა).
კლიენტსა (დამზღვევი) და სადაზღვევო საზოგადოებას (მზღვეველი) შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებისას დამზღვევის მიერ ხდება რისკის მზღვეველისათვის გადაცემა, რის შემდეგაც შესაძლო ზარალის დროს მზღვევლი დამზღვევს სრულად აუნაზღაურებს ფინანსურ ზარალს იმ ოდენობით და იმ პირობებით, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებაშია ჩადებული.
დაზღვევოს ძირითადი პრინციპი ასეთია: ყოველწლიურად უამრავ ადამიანს გარკვეული თანხა შეაქვს საერთო ფონდში, საიდანაც კონპესაცია მიეცემათ ცალკეულ დაზღვეულ პირებს.
დაზღვევის პირობები განისაზღვრება საბუთით — პოლისით — რომელსაც სადაზღვეო კომპანია გასცემს. ყველას შეუძლია ნებისმიერი უსიამოვნებისაგან დაიზღვიოს — სახლისა თუ ავტომობილის დაზიანებით დაწყებული და სამსახურის დაკარგვით დამთავრებული. სპორტის ბევრი დიდი ვარსკვლავი ეზღვევა სერიოზული ტრამვის წინააღმდეგ, რომელსაც შესაძლოა კარიერა შეუწყვიტოს.
დღესდღეობით ყველაფრის დაზღვევაა შესაძლებელი სიცოცხლის,ჯანმრთელობის, საკუთრების და ა.