დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება (სადაზღვევო საზოგადოებაზე გადაცემა).
კლიენტსა (დამზღვევი) და სადაზღვევო საზოგადოებას (მზღვეველი) შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებისას დამზღვევის მიერ ხდება რისკის მზღვეველისათვის გადაცემა, რის შემდეგაც შესაძლო ზარალის დროს მზღვევლი დამზღვევს სრულად აუნაზღაურებს ფინანსურ ზარალს იმ ოდენობით და იმ პირობებით, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებაშია ჩადებული.
დაზღვევოს ძირითადი პრინციპი ასეთია: ყოველწლიურად უამრავ ადამიანს გარკვეული თანხა შეაქვს საერთო ფონდში, საიდანაც კონპესაცია მიეცემათ ცალკეულ დაზღვეულ პირებს.
დაზღვევის პირობები განისაზღვრება საბუთით — პოლისით — რომელსაც სადაზღვეო კომპანია გასცემს. ყველას შეუძლია ნებისმიერი უსიამოვნებისაგან დაიზღვიოს — სახლისა თუ ავტომობილის დაზიანებით დაწყებული და სამსახურის დაკარგვით დამთავრებული. სპორტის ბევრი დიდი ვარსკვლავი ეზღვევა სერიოზული ტრამვის წინააღმდეგ, რომელსაც შესაძლოა კარიერა შეუწყვიტოს.
დღესდღეობით ყველაფრის დაზღვევაა შესაძლებელი სიცოცხლის,ჯანმრთელობის, საკუთრების და ა.
Комментариев нет:
Отправить комментарий